აშღარ ფარჰადი პროტესტის ნიშნად არ დაესწრება ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიას

აშღარ ფარჰადი

ცნობილმა ირანელმა კინემატოგრაფისტმა, აშღარ ფარჰადიმ, რომლის უკანასკნელი ფილმი ოსკარზეა ნომინირებული, უარი თქვა ჰოლივუდში დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, ამ ნაბიჯით ის პროტესტს აცხადებს აშშ-ის ხელისუფლების მიერ შემოღებულ საიმიგრაციო შეზღუდვებზე. ფარჰადიმ, რომლის ფილმი „კომივოიაჟერი“ ნომინირებულია საუკეთესო უცხოური კინოფილმების კატეგორიაში, ეს განცხადება 29 იანვარს გააკეთა. ფარჰადის განცხადება პასუხია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაზე, რომლის ძალითაც აშშ-ში შესვლის უფლება ერთმევათ რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის, მათ შორის ირანის, მოქალაქეებს.