გაეროს გენერალურ მდივნად ანტონიო გუტერეში აირჩიეს

ანტონიო გუტერეში და ბან კი მუნი

გაერომ გენერალური მდივნის პოსტზე ანტონიო გუტერეში აირჩია. 66 წლის გუტერეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა კომისარიატს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ანტონიო გუტერეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება. 2007 წლიდან დღემდე გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას სამხრეთკორეელი დიპლომატი ბან კი მუნი იკავებდა, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.