გამოკითხვა: არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი?

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში მედია ნაწილობრივ თავისუფალია - ამის შესახებ წერს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, „ფრიდომ ჰაუსი“, რომელიც აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიოში პრესის თავისუფლების თაობაზე. ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ჯერ არ გამოქვეყნებულა დეტალური ანგარიში ქვეყნების მიხედვით. ანგარიშის ზოგადი დასკვნით, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 13% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც პრესა თავისუფალია. არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრესის თავისუფლებამ 2016 წელს ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ზღვარს მიაღწია. არის თუ არა საქართველოში მედია თავისუფალი? ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ ქუჩაში გამვლელებს.