როგორ უყურებთ მომავალს?

Your browser doesn’t support HTML5

“ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” (NDI) დღეს გამოაქვეყნა აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი. ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია, თუმცა უმრავლესობა, 72 %, ფიქრობს, რომ ქვეყანა ახლა საცხოვრებლად უკეთესი ადგილია, ვიდრე 15 წლის წინ იყო. აქედან გამომდინარე, რადიო თავისუფლებამ გადაწყვიტა მოსახლეობისთვის ეკითხა, რამდენად პოზიტიურად ან ნეგატიურად უყურებენ მომავალს.