უნდა შევიდეს თუ არა საქართველო ნატოში?

Your browser doesn’t support HTML5

„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის თქმით, ის მხარს არ უჭერს ნატოში შესვლას „ამ მოცემულობით“. „ალიანსში არავინ მიგვიღებს, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და ‘სამხრეთ ოსეთის’ დაბრუნებაზე“, თქვა მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. თამაზ მეჭიაურის განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. პრემიერმა განაცხადა, რომ მეჭიაურის სიტყვები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს. მან განმარტა, რომ დუპუტატის განცხადება ”აბსოლუტურად აცილებულია” იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. ნატოს მიმართ დამოკიდებულების თაობაზე გთავაზობთ სახელდახელო გამოკითხვას, რომელის რადიო თავისუფლებამ თბილისის ქუჩებში ჩაატარა.