გენგეგმა და სატრანსპორტო საკითხები

29 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტურები იყვნენ გელა კვაშილავა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე და გიორგი გიგაური სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების საინიციატივო ჯგუფის წევრი, ტრანსპორტის სპეციალისტი. მათ ისაუბრეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებულისატრანსპორტო საკითხების გადაწყვეტაზე. გელა კვაშილავას თქმით, სტიქიურად განვითარებული ქალაქის ნაცვლად თუ გვინდა გვქონდეს სიცოცხლისუნარიანი განვითარების პერსპექტივის მქონე ქალაქი უნდა გვქონდეს გენგეგმა. როგორც ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რომელიცჩამოაყალიბებს განვითარების ისეთ წესს, რომელიც იქ მცხოვრები ადმიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამომავალო ხედვების არსებობა. თუმცა, როგორც გიორგი გიგაურმა განაცხადა, რიგ შემთხვევეში გენგეგმით გათვალისწინებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაგალითად, თბილისში მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე და ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძების მოწყობის საკითხი. მიუხედავად იმის, რომ ესტაკადების მშენებლობა ქალაქში არსებული გადატვირთული სატრანპორტო მოძრაობის განსატვირთად დაიგეგემა, გიორგი გაგურის თქმით, პროექტის დადებითი და უარყოითი მხარეები არ შესწავლილა და უცნობია გათვლისწინებულია თუ არა, მაგალითად, არსებული და საპროგნოზო სატრანპორტო ნაკადები ამ ტერიტორიაზე, რა პრობლემა შეექმნება მიმდებარე კვანძებს, ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენად სარგებლიანი იქნება ეს პროექტები და სხვა. ამ შეკითხვებითსატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა თბილისის მერიას უკვე მიმართეს.

Your browser doesn’t support HTML5

გენგეგმა და სატრანსპორტო საკითხები