ქალი, თეატრი და გენდერული თანასწორობა

Your browser doesn’t support HTML5

„გენდერული ამბები" ხშირად უთმობს ეთერს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს. დღეს, 24 სექტემბერს, ჩვენი სტუმრები არიან ქალები, რომლებმაც თავიანთი პროფესიული ცხოვრება თეატრს დაუკავშირეს. მსახიობი ნინო ბურდული და თეატრმცოდნე თამარ ბოკუჩავა საკუთარ პროფესიასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, წარმატებებზე და, რა თქმა უნდა, გენდერულ სტერეოტიპებზე საუბრობენ. საუბარს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მზია ფარესიშვილი უძღვება.