საქართველოს უმცირესობათა პრობლემები გაეროს სარბიელზე

Your browser doesn’t support HTML5

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ჟენევაში გასამგზავრებლად და ადამიანის უფლებებზე - კერძოდ, უმცირესობათა უფლებებზე - სალაპარაკოდ ემზადება. მსჯელობა ოქტომბერში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში გაიმართება და მე-3 სექტორის რეკომენდაციები, გაეროს შესაბამისი სტრუქტურის გავლით, საქართველოს ხელისუფლებას წარედგინება. რა რეკომენდაციები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემებიდან გამომდინარე, და რა შემთხვევებში იჩაგრებიან ქალები მამაკაცებზე მეტად? - ამ საკითხებზე სასაუბროდ დღეს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მოწვეულნი არინ სტუმრები: საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) წარმომადგენელი დენოლა ჩხარტიშვილი და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) წარმომადგენელი გიორგი ბობღიაშვილი. საუბარს ლელა კუნჭულია უძღვება.