ქალები „ინოვაციური ინიციატივის“ ფარგლებში

Your browser doesn’t support HTML5

"ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის ამ სახელწოდების ერთობლივი (34-თვიანი) პროექტი მიზნად ისახავდა ქალთა მარგინალიზებული ჯგუფების სოციალური ჩართულობის გაძლიერებას, ნდობის დამკვიდრებასა და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობას საქართველოში. პროექტი თანამშრომლობდა საჯარო დაწესებულებებთან, რომელთა შორის არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. გადაცემაში ლაპარაკია პატიმარი ქალების პრობლემებზე. გადაცემის სტუმრები არიან: თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის სპეციალისტი, და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.