კაცის კომპლექსი - ქალის ტვირთი

Your browser doesn’t support HTML5

კაცები ნაკლებად აღიარებენ, რომ აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები - ამ აზრს ადასტურებენ „გენდერული ამბების“ სტუმრები, ფსიქოლოგები: ლევან შატბერაშვილი და ირინა ტაბუციძე. ისინი იმ გენდერულ სტერეოტიპებზე ჰყვებიან, რომლებიც მძიმე ტვირთად აწვებათ კაცებს და ხშირად ოჯახში ძალადობისა და სხვა უარყოფითი ქმედებისკენ უბიძგებს. ამ მცდარი სტერეოტიპების („კაცები არ ტირიან", "კაცი ოჯახში უფროსია", "ქალის ადგილი „კუხნაშია“ და ა.შ.) დამკვიდრებას ხშირად თავად დედები და ქალები უწყობენ ხელს. ლევან შატბერაშვილი და ირინა ტაბუციძე გენდერული სტერეოტიპების დაძლევის რამდენიმე გზაზე საუბრობენ. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.