გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შუალედური შედეგები
Your browser doesn’t support HTML5
გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის საქართველოს ხელისუფლებას
შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა 2014-2016 წწ. თითოეულ სამინისტროსა
და სამთავრობო უწყებას გეგმის საკუთარი ნაწილი აქვს შესასრულებელი. რა
გაკეთდა ამ გეგმის მიხედვით 2015 წელს და რა გამოწვევებს უნდა უპასუხოს
საქართველომ იმისათვის, რომ ქალისა და კაცის თანასწორობა პოლიტიკური,
ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში იგრძნობოდეს - ამ
საკითხებზე საუბრობს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული
პროექტების მენეჯერი ქეთი მახარაშვილი. „გენდერული ამბების“ კიდევ ერთი სტუმარი კი, თავდაცვის სამინისტროს
ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაკა პეტრიაშვილი, კონკრეტულად ამ
უწყების გენდერული პოლიტიკის მიღწევებსა და ამოცანებზე ჰყვება. გადაცემას
მზია ფარესიშვილი უძღვება.