ქალები და საბჭოთა ტრავმა
Your browser doesn’t support HTML5
დღევანდელ „გენდერულ ამბებში“ საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ქალები საბჭოთა ეპოქაში. ლაპარაკი იქნება ქალთა ბედზე სტალინის დროს. გიამბობთ „სამშობლოს მოღალატე ქმრების“ გამო გადასახლებული ცოლების ამბებს, გაკულაკებული მამების ქალიშვილთა ამბებს, ნაძალადევად გათხოვილი ქალებისა და მარტოობაში ნამშობიარები ქალების ამბებს. ორ წიგნს გაგაცნობთ. ერთი ახლახან გამოსცა ფონდმა „ტასომ“ და მისი სახელია „ქალი საბჭოთა სოფელში“. წიგნი ნაწილია სერიისა, რომელიც ქალთა გამოცდილების კვლევასა და საბჭოთა ტრავმის გააზრებას ისახავს მიზნად. მანამდე კი, 2009 წელს, ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა გამოსცა კრებული - „ალჟირის პატიმართა პორტრეტები“, რომელშიც თავმოყრილია აკმოლინსკის ბანაკში ვითომ „სამშობლს მოღალატეთა ცოლების“ თავგადასავლები.
გადაცემის სტუმარია ნინო ბექიშვილი - ჟურნალისტი, მთარგმნელი, რედაქტორი.
გადაცემას ნინო ხაარძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.