აქტიური მოქალაქე, აქტიური ქალი

Your browser doesn’t support HTML5

„მრავალფეროვნების სკოლა“ ახალგაზრდებს მრავალფეროვანი ცხოვრებისკენ უბიძგებს. ყურადღების ცენტრშია: აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მხარდაჭერა, ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემები, ადრეული ქორწინების ზიანი თუ გენდერული სამართლიანობის დაცვა. ახალგაზრდები, რომელთა შორისაც გოგოები ჭარბობენ, ცდილობენ გაავრცელონ ცოდნის ტალღები და უკეთესობისკენ შეცვალონ არსებული რეალობა. რა პრინციპებს იცავს „მრავალფეროვნების სკოლა“ და რა შანსს აძლევს ის თავად სკოლის კურსდამთავრებულებს? სტუმრები არიან:  მარგალიტა ჯაფარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ირის ჯგუფის“აღმასრულებელი დირექტორი და "მრავალფეროვნების სკოლის" კოორდინატორი, და თამარ ძაგანია-ბარამიძე, „ირის ჯგუფის“ პროგრამების მენეჯერი, "მრავალფეროვნების სკოლის" კოორდინატორი და ტრენერი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.