გენდერული თანასწორობა და „ჩემი რუსთაველი"

Your browser doesn’t support HTML5

გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ - ფარგლებში მოეწყო კონკურსი „ჩემი რუსთაველი". კონკურსი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 34 სტუდენტი მონაწილეობდა, მიზნად ისახავდა „ვეფხისტყაოსანში" ერთიანობისა და თანასწორობის, მათ შორის, გენდერული თანასწორობის იდეის ახლებურად გააზრებას. კონკურსის მსვლელობასა და ამოცანებზე „გენდერულ ამბებში" საუბრობს გაეროს განვითარების პროგრამის კომუნიკაციების სპეციალისტი მაგდა ნოვაკოვსკა. გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი, კონკურს „ჩემი რუსთაველის" გამარჯვებული, თელავის უნივერსიტეტის სტუდენტი მაია ბურდიაშვილი კი „ვეფხისტყაოსანში" მის მიერ დანახულ ადამიანის ფუნდამენტურ, მათ შორის, ქალისა და კაცის თანასწორობაზე ჰყვება. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.