„მანანა ანუა - ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“

Your browser doesn’t support HTML5

დოკუმენტური რომანი “მანანა ანუა - ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ ქართულ-აფხაზური ოჯახის ტრაგედიას აღწერს. მოქმედება ვითარდება 1993 წლის ივლის-აგვისტოში სოხუმთან ახლოს მდებარე სვანურ სოფელში, კომანში: როგორ გადარჩნენ კომანის ეკლესიაში გამოკეტილი ადამიანები, როგორი იყო ცხოვრება ტყვეობაში და როგორ გაგრძელდა იგი ომის დასრულების შემდეგ. „გენდერული ამბების“ სტუმრები არიან რომანის ავტორი შორენა ლებანიძე და ნაწარმოების გმირი მანანა ანუა.