ქალებს სჭირდებათ მხარდამჭერები

Your browser doesn’t support HTML5

12 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა "ქალთა საინფორმაციო ფორუმი“, რომლის ორგანიზატორი იყო „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" და ამ ფორუმის ფარგლებში ქალებს საშუალება ჰქონდათ პირადად გაეცნოთ ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, გასცნობოდნენ შეთავაზებულ სერვისებს და ჩართულიყვნენ კიდეც სხვადასხვა პროექტში. რა შედეგები მოიტანა ამ კონკრეტულმა ღონისძიებამ და რამდენად სასარგებლოა მსგავსი შეხვედრები მხარდაჭერის მაძიებელი ქალებისთვის? გადაცემის სტუმრები არიან თეონა ჭალიძე, წარმომადგენელი პარტიისა „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო", და ნინო თოდუა, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ პრეზიდენტი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.