„მით უმეტეს, უნდა იბრძოლო...“

Your browser doesn’t support HTML5

როცა ქალი ხარ, და თან საპენსიო ასაკი შეგისრულდა და თან შშმ პირი ხარ, მაშინ... „ძალიან ბევრი პრობლემა დგება“ - თქვა ერთმა ქალმა, „არასდროს უნდა დანებდე, მით უმეტეს, უნდა იბრძოლო...“ - თქვა მეორემ. დღეს ეს ორი ქალია ჩვენი სტუმარი, არაჩვეულებრივი, ძლიერი ქალები, რთული ბიოგრაფიით და მამაცი გულით: მიმოზა ცანავა - პოეტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყავარჯნის“ ხელმძღვანელი და ნაირა მარშანია - აფხაზეთიდან დევნილი მწერალი და ვიცე-პოლკოვნიკი. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.