შშმ ქალები საქართველოში

Your browser doesn’t support HTML5

გაჭიანურებული პროცესის კვალდაკვალ, 2016 წლის ბოლოს გამოჩნდა გარკვეული იმედი იმისა, რომ საქართველოს ახალი პარლამენტი 2017 წლის დასაწყისში განიხილავს ევროსაბჭოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. საუბარია იუსტიციის სამინისტროს ეგიდით მომზადებულ პაკეტზე, რომელიც გენდერული ნიშნით განსაზღვრავს ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულებს. რამდენად შეამსუბუქებს სტამბოლის კონვენციის სტანდარტები შშმ ქალთა ცხოვრებას და რა პრობლემები აწუხებთ მათ საქართველოში? გადაცემის სტუმრები არიან ანი სალდაძე, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, და ნინო ბაიდაური, წარმომადგენელი გაერთიანებისა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის". გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.