ქალი ვირტუალურ სივრცეში

Your browser doesn’t support HTML5

ქალის ცხოვრება და პრობლემები ვირტუალურ სამყაროშიც აირეკლება - თავს იჩენს ღრმად ფესვგამდგარი სტერეოტიპები, დოგმები თუ სექსისტური მიდგომები. კონკრეტულად რა და როგორ ვლინდება ინტერნეტსივრცეში და რამდენად ეხმარება საინფორმაციო ტექნოლოგიები ქალს - თავისი უფლებების გაცნობიერების კუთხით? გადაცემის სტუმრები არიან: ანა ლობჟანიძე - გენდერის სპეციალისტი და დავით (გონზო) ჩიხლაძე - რადიო თავისუფლების ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მიმომხილველი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.