ღირსეული სიბერის უფლება

Your browser doesn’t support HTML5

იცით თუ არა, რომ ხანდაზმული, შემდეგ მოხუცი ხდება და შემდეგ დღეგრძელი? როგორ მივაღწიოთ დღეგრძელობას მშვიდობით და ღირსეულად? და, საერთოდაც, რას ნიშნავს ღირსეული სიბერე? რა პრობლემები ემატება ყოველდღიურ ყოფას, როცა ქალი ხარ? ამ საკითხებზე საუბრობენ „გენდერული ამბების“ სტუმრები ნანა კალანდაძე - ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „ღირსეული სიბერე“ - და ტასო ოთინაშვილი - პენსიონერთა კავშირის ჩუღურეთის რაიონის თავმჯდომარე.