სახელმძღვანელოების გენდერული მიმოხილვა

Your browser doesn’t support HTML5

არის თუ არ დაცული გენდერული ბალანსი სახელმძღვანელოებში? ამის შესასწავლად 2012 წელს განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოები შეისწავლეს მკვლევრებმა. მათი დასკვნით, წიგნები სქესთა თანასწორობის იდეის განმტკიცებას ვერ უზრუნველყოფს. მეტი ყურადღებაა გასამახვილებელი ილუსტრაციებისადმი. რა რეკომენდაციები შეიმუშავეს მკვლევრებმა და რატომ არის მნიშვნელოვანი სასკოლო სახელმძღვანელოებში გენდერული ბალანსის დაცვა, ამის თაობაზე „გენდერული ამბების“ სტუმრები: მანანა ჯავახიშვილი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი; და ირმა ხომერიკი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების მთავარი სპეციალიტი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.