კითხვის წრე მხოლოდ ქალებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

„თვითორგანიზების ქსელმა“ გადაწყვიტა, რომ ქალები კითხვის წრეში გააერთიანოს. კარი ღიაა ყველა მსურველისთვის. რას უკითხავენ და უყვებიან ქალები ერთმანეთს? როგორ ესმით მათ ერთმანეთის და რისთვის არის აუცილებელი ავტონომიური სააზროვნო სივრცე ქალებისთვის? გადაცემის სტუმრები არიან: „თვითორგანიზების ქსელის“ წარმომადგენელი, ქალთა კითხვის წრის კოორდინატორი – გვანცა ხონელიძე და თვითორგანიზების ქსელის წარმომადგენელი, კითხვის წრის წევრი – თეკლა ზუხბაია. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.