ემიგრანტი ქალი ოჯახისა და სახელმწიფოს დასახმარებლად

Your browser doesn’t support HTML5

ქალები შრომობენ საზღვარგარეთ და იბრძვიან ოჯახების გადასარჩენად.მათი ფულადი გზავნილები ძალიან ბევრი ადამიანისთვის შიმშილისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა და ამ ფულადი გზავნილების ოდენობა ზემოქმედებს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზეც. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხშირად ემიგრანტი ქალების შრომა არ ფასდება, მათ რიგიან მადლობასაც კი არ ეუბნებიან და, მეტიც, ხშირად ამტყუნებენ კიდეც. ამ კუთხით, ბოლო პერიოდში დიდი შეშფოთება გამოიწვია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სიტყვებმაც. გადაცემაში საუბარია ასევე ემიგრანტთა დაბრუნების პერსპექტივებსა და სახელმწიფოს მიერ მათთვის შეთავაზებულ დახმარებაზე. სტუმრები არიან: ქეთი სართანია - სოციოლოგი და გიორგი გოგიშვილი - მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.