ქალთა შრომითი უფლებების დაცვა - საკანონმდებლო ხარვეზები და ცნობიერების დეფიციტი

Your browser doesn’t support HTML5

„გენდერულ ამბებში“ დღეს ქალთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხებს შევეხებით. ჩვენი სტუმრები არიან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი და იურისტი თამარ გაბისონია. ისინი სამუშაო ადგილებზე გენდერული დისკრიმინაციის პრობლემასა და ქალთა შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე საუბრობენ.