ბავშვის ფიზიკური დასჯა, მშობლები და პედაგოგები

Your browser doesn’t support HTML5

მწარედ ცდება ის, ვინც ფიზიკური დასჯის მეთოდს ბავშვის აღზრდის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ მხოლოდ ასე თუ გაიზრდება ოჯახისა და საზოგადოებისთვის გამოსადეგი ღირსეული პიროვნება. ყველაფერი სულ პირიქით არის: ფიზიკურ დასჯას არაფერი კარგი არ მოაქვს, ძალადობა ხშირად ძალადობას წარმოშობს და ვინ იცის სად იჩენს თავს ფიზიკური დასჯის კვალი. ფაქტები ცხადყოფს, რომ ტკივილის, დამცირებისა და შეურაცხყოფის გამო ბავშვების გონება თმის მოქაჩვას, თავზე წამორტყმასა თუ ალიყურს ისე ღრმად ინახავს, რომ შეიძლება სიბერემდეც მიჰყვეს. სახელმწიფოს მიერ ჯერჯერობით არასათანადოდ აღიარებულ ამ პრობლემაზე საუბრობენ სტუმრები: ანა აბაშიძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, და მაია ცირამუა,ფსიქოლოგი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.