რას ამბობენ ქალები ეკოლოგიაზე

Your browser doesn’t support HTML5

ეკოაქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფისა და თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ქალაქ თელავში ჩაატარა ეკოფემინისტური კამპანია „ქალები ამბობენ“. კამპანიის მიზანი იყო ქალების ჩართვა და გააქტიურება გარემოსდაცვით სფეროში, ქალების საჭიროებების გამოვლენა და მათი სათქმელის მიტანა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებამდე. კამპანიის ფარგლებში გამოიკითხა თელავში მცხოვრები ორასამდე ქალი, მომზადდა, ასევე, ვიდეორგოლები, სადაც სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალები ლაპარაკობენ იმაზე, თუ რა პრობლემები აწუხებთ ამ კუთხით და რამდენად მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში. ამ საკითხზებზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მოწვეულია გიორგი ორკოდაშვილი - კოორდინატორი კამპანიისა „ქალები ამბობენ“. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.