#იმოქმედე - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

Your browser doesn’t support HTML5

იუსტიციის სამინისტრო იწყებს სოციალურ კამპანიას ქალთა  მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ ოცამდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება და მოქალაქეებში სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება. უფრო დეტალურად ამ კამპანიის შესახებ და 1 ივნისიდან ძალაში შემავალ საკანონმდებლო ცვლილებებზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები - პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ სხილაძე და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე - ილაპარაკებენ. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.