არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და არასრულწლოვანთა მომავალი

Your browser doesn’t support HTML5

იმისათვის, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები საზოგადოებისგან არ გაირიყონ და სრულფასოვანი მომავალი ჰქონდეთ, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებასა და მიდგომას საჭიროებენ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვილაპარაკებთ ძალიან მნიშვნელოვან გამოკვლევაზე, რომელიც შეეხება არასრულწლოვანი პირებისთვის სასჯელის დანიშვნისას ინდივიდულური შეფასების ანგარიშების წარმოებას. რამდენად ადეკვატურად ართმევენ თავს სახელმწიფო სტრუქტურები ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებას, დოკუმენტისა, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი პირის მომავალზე? გადაცემის სტუმრები არიან: ირენა გაბუნია, ციხის საერთაშორისო რეფორმის პროექტის კოორდინატორი, და ტატო ქელბაქიანი, გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.