ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა

Your browser doesn’t support HTML5

დღევანდელი გადაცემის მთავარი თემაა გენდერული სამართლიანობა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის გზით. საუბარი შეეხება გენდერული თანასწორობის კანონში შესატან ცვლილებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლებად დანიშვნას და გენდერული თანასწორობისათვის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას. გადაცემის სტუმრები არიან დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ საქართველოს ოფისის თანამშრომელი თამარ ვაშაკიძე და ნათია კაპანაძე - ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, კოორდინატორი პროექტისა „გენდერული სამართლიანობა პოლიტიკური მონაწილეობის გზით“. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.