„დიალექტური კორპუსი“ და ქალთა ამბები

Your browser doesn’t support HTML5

რა არის და რა ინფორმაციას იტევს „დიალექტური კორპუსი“? ქართული ენობრივი მრავალფეროვნების დოკუმენტირებით დაწყებული საქმე მოგვიანებით ადამიანური თავგადასავლებითაც შეივსო. როგორ ცხოვრობდნენ საქართველოში, ქვეყნის რეგიონებში, ვინ შემოინახა ყოფის ამსახველი ისტორია - ქალების ჩანაწერები და ნაამბობები. ამ თემებზე ისაუბრებენ რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მოწვეული სტუმრები: მარინე ბერიძე - თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კომპიუტერულ მონაცემთა დამუშავების განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროექტ „ქართული დიალექტური კორპუსის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი; დიანა ანფიმიადი - მწერალი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი. საუბარს ნინო ხარაძე უძღვება.