საქართველოს მორაგბეები ევროპის ერთა თასს დაეუფლნენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების გამარჯვებულია. გადამწყვეტ მატჩში ქართველი სპორტსმენები დღეს ბუქარესტში შეხვდნენ მასპინძელი ქვეყნის - რუმინეთის ეროვნულ გუნდს. მატჩი დასრულდა ანგარიშით 9:9, რაც ქართველი მორაგბეებისთვის საკმარისი იყო ერთა თასის მოსაპოვებლად. დღეს დამთავრებული ტურნირი მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ასპარეზობის პირველი ეტაპიც არის. შესაბამისად, საქართველოს მორაგბეები ამ შეჯიბრებაშიც ლიდერობენ.