გერმანიაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის ახალი პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი იქნება. ფედერალური კრების ყველაზე მეტი, 931 წევრი მიემხრო ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ შტაინმაიერს.

ფედერალურ კრებაში 1260 კაცია. მათი ნახევარი ბუნდესტაგის დეპუტატია, მეორე ნაწილი კი ფედერალური მიწების პარლამენტების წარმომადგენელი.

61 წლის სოციალ-დემოკრატ შტაინმაიერს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის, კანცლერ ანგელა მერკელის კოალიციამაც. შტაინმაიერი შეცვლის ამ, ძირითადად, წარმომადგენლობითი ხასიათის თანამდებობაზე იოახიმ გაუკს, აღმოსავლეთგერმანელ ყოფილ პასტორს და უფლებების დამცველს, რომელსაც ვადა გაუვიდა და ხუთწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ მომავალ თვეში დატოვებს თანამდებობას, რომელსაც კვლავ ხუთი წლით შტაინმაიერი დაიკავებს.