ავტორი: გიორგი ბაბუციძე

ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები საამისოდ რომ გვცოდნოდა, სიკვდილი ცხოვრების მთავარი ტრაგედია სულაც არ არის. - 8 აგვისტოს გამთენიისას, ჯოჯოხეთურმა ზრიალმა წამოგვყარა ფეხზე. აფეთქების ტალღამ სმენა დამიხშო, საშინელი წუილი მესმოდა მხოლოდ, ამ წამს ზუსტად მთელმა ჩემმა სიცოცხლემ გადამიარა თვალწინ, თავზარდამცემი გუგუნი ბოლომდე გამყვება და ამ ხმით ვიცნობ მეორედ ნამდვილი სიკვდილის მოსვლასაც. ჩვენი ბიჭების ღრიანცელმა მომიყვანა გონს. განგაშია. ვერ გავიაზრეთ, რა ხდებოდა. ქუჩები სავსე იყო დამფრთხალი ხალხით. ქაოსი დაბნეულობა შიში. მოსახლეობა სტიქიურად ტოვებდა ქალაქსა და სოფლებს. - არადა 7 აგვისტოს შიშის ნაცვლად არღტკინება და შემართება იგრძნობოდა, უკანასკნელი სამხედრო კონმფლიქტიდან 15 წელი იყო გასული,ჩემ თაობას ომზე ჰეროიკული წარმოადგენა ჰქონდა, ჩვენ ომი მხოლოდ წიგნებში წაკითხული და მუზეუმებში ნახატებზე გვქონდა ნანახი სადაც მამაცი რაინდი მტერს უსწორდებოდა. ამიტომაც იყო რომ ომში წასვლის დროს ვღეროდით და ცუდ განწყობას არ ვიმჩნევდით. ამას ემოტებოდა ჩვენი მოსახლეობის შეძახილი და გამხნევება რომელიც მეტ გამბედაობას გვმატებდა. მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც 19, 20 და 21 წლის ბიჭები ვიყავი და თავი ნამდვილი "რემბოები" გვეგონა.