ნათია მეტრეველი თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

15 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მეტრეველი. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკაა. ის 1909 წელს დააარსეს ცნობილმა მეცენატმა ძმებმა, სტეფანე, ლევან, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილებმა. საწყის ეტაპზე მის განვითარებაზე აქტიურად მუშაობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. 1980 წლიდან იქცა ცენტრალურ დაწესებულებად და დაექვემდებარა თბილისის სხვადასხვა რაიონისა და უბნის 60 ბიბლიოთეკა. დღეს მთავარი ბიბლიოთეკის გაერთიანებაში შედის ქალაქის 40 და დიღმის, კოჯრის, წავკისის, დიდი ლილოსა და სოფელ ფონიჭალის ბიბლიოთეკები. თავად ტოვსტონოგოვის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური ფილიალის რეაბილიტაცია გასული წლის ბოლოს დასრულდა და მკითხველებს ბევრ საინტერესო საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტს სთავაზობს. რა ასაკის მკითხველი დადის დღეს ბიბლიოთეკებში, როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში ბიბლიოთეკების ფუნქცია, რამდენად ხშირად და რა ლიტერატურით ახლდება ფონდი, რა ღონისძიებებს სთავაზობენ მკითხველებს და რა წიგნებს ითხოვენ ყველაზე ხშირად სახლში წასაკითხად მკითხველები  - სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ სტუმარს.