ნიკოლოზ ლეგაშვილი უსახლკარო მოქალაქეების პრობლემებზე

Your browser doesn’t support HTML5

6 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნიკოლოზ ლეგაშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი, ადვოკატი. მან ილაპარაკა უსახლკარო მოქალაქეების პრობლემებზე, უფლებებსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. ნიკოლოზ ლეგაშვილმა აღნიშნა, რომ, როცა ხელისუფლება კაპიტალური თავშესაფრის მშენებლობის გეგმაზე ლაპარაკობს, გაცილებით მასშტაბური პროექტის მოლოდინი ჰქონდა. 240-ადგილიანი თავშესაფარი კი ახლოსაც არ არის იმ საჭიროებასთან, რაც თბილისში არსებობს. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ეკისრება გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მოქალაქეების ყინვისგან და შიმშილით სიკვდილისგან გადარჩენაა.