ნინო დანელია ქალთა სოლიდარობის აქციის შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

26 აგვისტოს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო ჟურნალისტი და ქალთა აქტივისტი ნინო დანელია. 24 აგვისტოს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან გაიმართა სოლიდარობის აქცია, სადაც ქალთა მოძრაობის წევრებმა თანადგომა გამოუცხადეს გოგონას, რომლის მიმართაც, ქორწინებიდან რამდენიმე ხანში, ქმრის მხრიდან ძალადობა განხორციელდა და რომელიც დღეს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას საჭიროებს. ძალადობის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ გოგონა ქალიშვილი არ იყო. ცემისა და გაუპატიურების ბრალდებით გოგონას ყოფილი ქმარი. სწორედ მისი სასამართლო პროცესი გაიმართა ზუგდიდში, სადაც შეკრებილი ნათესავები მამაკაცის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რადგან ისინი თვლიან, რომ ის უდანაშაულოა და შურისძიების მსხვერპლია. ზუგდიდის სასამართლომ მამაკაცს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.