თამარ ავალიანი ევროსაბჭოს ანგარიშზე

Your browser doesn’t support HTML5

16 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი. მან ილაპარაკა ევროსაბჭოს "წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის კომიტეტის" (CPT) ანგარიშზე, რომელიც ეხება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და წინასწარი დაკავების ზოგიერთ დაწესებულებაში, აგრეთვე რამდენიმე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას. ანგარიშის ავტორები აღწერენ ფაქტებსა და ვითარებას, რისი მოწმეებიც გახდნენ 2014 წლის 1-11 დეკემბერს საქართველოში ვიზიტის დროს. ანგრიშში არის რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის. CPT-ს ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის პასუხიც. თამარ ავალიანმა, როგორც ანგარიშზე, ისე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების საკითხზე. CPT-ს ანგარიშში ამ საკითხისადმი მიძღვნილი თავის სათაურია - "დაუსჯელობა".