სტუმრად ჩვენს ეთერში: ლელა ტალიური

Your browser doesn’t support HTML5

28 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლელა ტალიური, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა წინასაარჩევნო გარემოზე. საია წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში. პირველი შუალედური ანგარიში მოიცავს 2017 წლის 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდს. მართალია, აღნიშნული პერიოდი ოფიციალურად არ ითვლება წინასაარჩევნოდ (არჩევნების თარიღამდე 60 დღე), როცა კონკრეტული რეგულაციები მოქმედებს, თუმცა, საარჩევნო გარემოზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანია. საიას ანგარიშში მოხვდა ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების 2 ფაქტი, აგიტაციაში ხელისშეშლის 2 ფაქტი, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 1-1 ფაქტი. მონიტორინგის პერიოდში საიამ აღნუსხა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ზრდა, რაც ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ ითვლება კანონდარღვევად, თუმცა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხების მობილიზაცია აჩენს ეჭვს, რომ ეს არჩევნებს უკავშირდება. საიას ანგარიშში აღწერილია აგრეთვე პოლიტიკური კონტექსტი, საკანონმდებლო ჩარჩო, მედიაგარემო და ა.შ. და რეკომენდაციებს სთავაზობს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და სამართალდამცავებს.

Your browser doesn’t support HTML5

ლელა ტალიური "დილის საუბრები"