ნინო ისაკაძე „ეთნიკური უმცირესობების ფორუმის“ შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

15 ივლისს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელი ნინო ისაკაძე. გუშინ, ორგანიზაციის ინიციატივით, მარნეულში გაიმართა „ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“, რომელიც დაეთმო საქართველოსთვის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხების განხილვას. პროექტის მთავარი მიზანია, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ინფორმირება, ჩართულობა და ნდობის გაზრდა ისეთი საკითხებისადმი, როგორებიცაა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები, აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში უმცირესობათა უფლებების როლი და ა.შ.