გამომძიებლები პაკისტანში ტერაქტის შემდეგ სამხილებს ეძებენ
Your browser doesn’t support HTML5
პაკისტანელი გამომძიებლები ეძებენ სამხილებს, რომლებითაც, იმედი აქვთ, იპოვიან აღდგომის დღეს ქალაქ ლაჰორში მომხდარ აფეთქებაში დამნაშავეებს. 27 მარტს გულშანის ბაღში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 70-ზე მეტი ადამიანი (მათ შორის ათეულობით ბავშვი) შეეწირა და 300-ზე მეტი დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო დაჯგუფება „ჯამაათ ალ-აჰრარმა". (რეიტერის ვიდეო)