ირანში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება მას მერე, რაც თეირანმა აღიარა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება

ანტისამთავრობო გამოსვლა თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან 13 იანვარს. სოციალური მედიით გავრცელებული პოსტების თანახმად, დემონსტრანტები ირანის ხელისუფალთა საწინააღმდეგო  ლოზუნგებს გაიძახიან.

 ამირ ქაბირის სახელობის უნივერსიტეტთან ირანელ სტუდენტებს უჭირავთ პლაკატები, რომლებზეც  უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფის მსხვერპლის გამო სამძიმარია გამოხატული.
ირანის  სამხედროების თანახმად, თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა „უნბლიედ“ მათი საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ, რომელშიც განგაშის უმაღლესი საფეხური იყო გამოცხადებული ერაყში აშშ-ის ძალებზე ირანის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შემდეგ. 
 

დემონსტრანტები ერიდებიან ფეხი დაადგან აშშ-ისა და ისრაელის დროშებს, როცა ისინი 12  იანვარს ბეჰეშთის უნივერსიტეტთან იკრიბებიან თეირანში. ცხრა დღით ადრე გაბრაზებული ხალხი ამ დროშებს წვავდა, როცა აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას მოკლეს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი. 

დემონსტრანტი ფეხით აგდებს ირანის სამხედრო მეთაურის პლაკატს თეირანში 12 იანვარს.

უშიშროების ძალები ბრიტანეთის საელჩოს წინ თეირანში 12  იანვარს.  ბრიტანეთის ელჩი მცირე ხნით დააკავეს, ვითომ არალეგალურ დემონსტრაციაში მონაწილეობის ბრალდებით.

ირანელ დემონსტრანტებს უჭირავთ მოკლული გენერლის, ყასემ სოლეიმანის, პორტრეტები  ბრიტანეთის საელჩოს წინ 12 ანვარს. 200-მდე დემონსტრანტი გაიძახოდა ბრიტანეთის საელჩოსთან ლოზუნგს: „სიკვდილი ბრიტანეთს“. ერთი დღით ადრე ბრიტანეთის ელჩი ირანში, რობ მაკეარი, მცირე ხნით დააკავეს უკრაინის სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე.

ოსთად მოინის მეტროს სადგურთან 12 იანვარს გამართულ დემონსტრაციაზე ისმოდა ირანის კონსერვატიული სასულიერო მმართველი ძალის საწინააღმდეგოდ მიმართული ლოზუნგები.

ირანის სპეცრაზმმა 11 იანვარს თეირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მიმართ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი. უფრო ადრე გამართული აქციის ამსახველ კადრებზე ჩანდა, რომ პოლიცია და უშიშროების ძალები იარაღს მოიხმარდნენ დემონსტრაციის დასაშლელად. ხელისუფლებამ უარყო, რომ ცეცხლი გახსნა.
 

თავყრილობა თეირანის ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან 11 იანვარს. ირანის მედია იტყობინებოდა, რომ უკრაინის თვითმფრინავში დაღუპულთაგან 14 ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო.

ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან შეკრებილები გაიძახიან ლოზუნგს: „ჩვენი ლიდერი უვიცი და სირცხვილის წყაროა“.

საპროტესტო აქცია შარიფის უნივერსიტეტის წინ თეირანში 11 იანვარს.

უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის ღამისთევაზე,  თეირანის ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან ქალი მიმართავს პოლიციელს.

ირანელი სტუდენტები დემონსტრაციას მართავენ თეირანში, ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან, 11 იანვარს, მას მერე, რაც პატივი მიაგეს უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

 ირანელი სტუდენტები გაიძახიან ანტისამთავრობო ლოზუნგებს ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან თეირანში 11 იანვარს: „მთავარსარდალო [უზენაესო ლიდერო, აიათოლა, ალი ხამენეი], გადადექი, გადადექი!

მემორიალური ღამისთევა ირანის ქალაქ სარიში 11 იანვარს.

ქალს ხელში უჭირავს ახლად დაქორწინებული წყვილის, არაშ ფურზარაბისა და ფონე გორჯის, სურათი მათი ხსოვნისადმი მიძღვნილ ღამისთევაზე თეირანში 11 იანვარს. ორივე  საკომპიუტერო ტექნოლოგიას სწავლობდა ალბერტის უნივერსიტეტში და თეირანში გადახდილი ქორწილის შემდეგ უკან, ედმონტონში, კანადაში ბრუნდებოდნენ.

ქალს უჭირავს პლაკატი წარწერით: გადადექი! საავიაციო კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნის ღამისთევა თეირანში 11 იანვარს.

ირანელებს ხელში უჭირავთ სანთლები უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის დროს დაღუპული 176 ადამიანის პატივსაცემად ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან გამართული აქციის დროს. თვითმფრინავში 82 ირანელი, 57 კანადელი, 11 უკრაინელი, 10 შვედი, 10 ავღანელი, სამი გერმანელი და სამი ბრიტანელი იმყოფებდა.

ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა.

ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან 11 იანვარს საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.