აშშ-ის საჰაერო თავდასხმის დროს მოკლული ირანელი და ერაყელი სამხედრო მეთაურების დასაფლავება ბაღდადში

Your browser doesn’t support HTML5

ათასობით ადამიანი მონაწილეობდა აშშ-ის საჰაერო იერიშის დროს მოკლული ირანელი სარდლის, გენერალ ყასემ სოლეიმანის და ერაყის გასამხედროებული დაჯგუფების მეთაურის, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისის დასაფლავების ცერემონიაში, რომელიც ბაღდადში გაიმართა 4 იანვარს. ცერემონიას შეუერთდა ერაყის პრემიერ-მინისტრი, ადილ აბდულ-მაჰდი. ერაყელებს ხელში ეჭირათ პროირანული სამხედრო დაჯგუფების დროშები.