ისმაილოვამ მიიღო კლუნის წინადადება მისი დაცვის თაობაზე

Your browser doesn’t support HTML5

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელმა, აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფმა ხადიჯა ისმაილოვამ, მიიღო ცნობილი ამერიკელი ადვოკატის, ამალ კლუნის წინადადება, სასამართლოში მისი დაცვა ითავოს. კლუნიმ გუშინ გამოთქვა ისმაილოვას დაცვის სურვილი.