იტალიის სენატმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

იტალიის რესპუბლიკის სენატმა დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მანამდე, 2015 წლის 29 ივლისს, აღნიშულ საკითხს იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატამ უყარა კენჭი. "საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას იტალიის პარლამენტის ორივე შტომ, ხმათა უმრავლესობით, პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი," - აღნიშნულია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში. იტალიის რესპუბლიკა ევროკავშირის 27-ე სახელმწიფოა, რომელმაც ეს პროცედურა დაასრულა.