გარდაიცვალა პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი

ლელა სამნიაშვილი

49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი.

ლელა სამნიაშვილი დაიბადა 1977 წელს. მისი ლექსები პირველად 1994 წელს დაიბეჭდა.

გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "ფოტო-აბები", "გველის წელიწადი", "მუდმივი ტატუ", "ფრაქტალები", "ლოცვა აბსტრაქციად", „37“, „ავირეკლოთ“... თარგმანები: "სილვია პლათის ლექსები ქართულად", ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი", სილვია პლათის "ზარხუფი", უილიამ შექსპირის “ჰამლეტი” და სხვა... არის "საგურამოს", "ლიტერას" და "საბას" ლაურეატი. მისი ლექსები თარგმნილია და გამოცემულია სხვადასხვა ენაზე.

უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის და სინქრონული თარგმანის განყოფილების დასრულების შემდეგ, 2002-2004 წლებში ლელა სამნიაშვილი მიწვეული იყო მკვლევრად კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში; 2007 წელს მიიღო განათლების ფილოსოფოსის მაგისტრის წოდება ოსლოს უნივერსიტეტში, 2017 წელს კი - განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლელა სამნიაშვილის ბოლო წიგნი "ვარსკვლავს, ყვავილს, ადამიანს" 2026 წლის შემოდგომაზე გამოვიდა.️

ასევე ნახეთ

ხმა ზარხუფიდან

ასევე ნახეთ

ლელა სამნიაშვილის „წინდაზე წასული“ თვალი

ასევე ნახეთ

სილვია პლათის "ზარხუფი"

ასევე ნახეთ

ლელა სამნიაშვილის ფიქრები ხმამაღლა

ასევე ნახეთ

ლელა სამნიაშვილის "ფრაქტალები"