უჩვეულო ექსკურსია "ლონდონგრადში"

Your browser doesn’t support HTML5

ლონდონს ღირშესანიშნაობები არ აკლია, ინგლისის დედაქალაქი მდიდარია ათასგვარი ტურისტული სანახაობითა თუ ისტორიული ძეგლით. მაგრამ ამ ვიდეოსიუჟეტში აღწერილი ექსკურსია მაინც ყველასგან განსხვავებულია. ამ ექსკურსიის ფარგლებში საშუალება გეძლევათ, დაათვალიეროთ ოლეგ დერიპასკას, დმიტრი ფირტაშის, რომან როტენბერგის, რინატ ახმეტოვისა თუ სხვა რუსი და უკრაინელი ოლიგარქების კუთვნილი უძრავი ქონება, რომელსაც კორუფციისა და ბინძური ფულის სუნი ასდის.