მელა და სენდვიჩი

Your browser doesn’t support HTML5

ამ ვიდეოს, რომელიც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტებმა გადაიღეს ჩერნობილის დახურულ ზონაში, მილიონობით მნახველი ჰყავს ინტერნეტში. მელა არ უფრთხის ადამიანებს, მათგან მიღებულ პურს და ხორცს სენდვიჩივით აწყობს ერთმანეთზე, რათა წაიღოს და მოგვიანებით მიირთვას. მას მერე, რაც 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ხალხმა მიატოვა ეს არეალი, მასში მელიები, მგლები და დათვები მომრავლდა.