დაღუპული მეომრების ნახატების გამოფენა

Your browser doesn’t support HTML5

17-23 ოქტომბერს „ხელოვნების სასახლეში“ იმართება აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების, ვასიკო წიკლაურის, თემურ ზალდასტანიშვილის, სულხან კერესელიძის, ზურაბ ოქრუაშვილისა და ალექსანდრე ვაჩეიშვილის ნახატების გამოფენა. გამოფენა ვეტერანის კვირეულთან დაკავშირებით მოაწყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.