მცირე მეწარმეობა რეგიონებში

მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“, რომლის ჯამური ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია. ფინანსური მხარდაჭერის კუთხით პროგრამა ითვალისწინებს დამწყები და მოქმედი მეწარმე სუბიექტის თანამონაწილეობრივ დაფინანსებას, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება დიდწილად მაინც თავად მეწარმეების ინიციატივაზეა დამოკიდებული. რა ტენდენცია იკვეთება ამ მხრივ რეგიონებში? გთავაზობთ რეპორტაჟებს ქუთაისიდან, ლაგოდეხიდან, რუსთავიდან და ახალციხიდან.