დათო სიხარულიძე ოკუპაციის პროცესზე

Your browser doesn’t support HTML5

16 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დათო სიხარულიძე, "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის პროცესსა და საქართველოს პოლიტიკაზე. "საქართველოს ატლანტიკური საბჭო" არის ერთ-ერთი იმ ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობისადმი მიმართვას. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ ფუნდამენტურად უნდა გადახედოს რუსეთთან ურთიერთობების სტრატეგიას. ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გამართოს მათთან შეხვედრა საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე სამსჯელოდ.